გალაქტიკური ისტორია: თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაცია

•November 2, 2009 • დატოვეთ კომენტარი

იუჟან ვონგები დამარცხდნენ, თუმცა, შეიძლება ითქვას, მათ თავინთი მისია ერთგვარად შესრულეს კიდეც – ახალმა რესპუბლიკამ და ახალმა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა, ყოველ შემთხვევაში, იმ ფორმით, როგორადაც ეს ორი სამყარო იუჟან ვონგებთან შეტაკებამდე არსებობდა.

Cal Omas28 ABY ახალი რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურმა, ქალ ომასმა (Cal Omas) სახელმწიფო რეფორმა განახორციელა, რის შედეგადაც თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაცია (Galactic Federation of Free Alliances) დაფუძნდა. მასში გაერთიანდა არა მხოლოდ ახალი რესპუბლიკა, არამედ ახალი იმპერია და, ამათ გარდა, ჰეიფსის კონსორციუმი (Hapes Consortium) – ჰეიფსის კლასტერში მდებარე მონარქია.

გალაქტიკური ალიანსის სატახტო პლანეტად – კურესანტი გამოცხადდა, თუმცა იუჟან ვონგებთან ომის დროს ის იმდენად იყო დანგრეული, რომ მის აღდგენას 2 წელიწადი დასჭირდა.

Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: თავისუფალ ალიანსთა გალაქტიკური ფედერაცია’

გალაქტიკური ისტორია: ბრძოლა იუჟან ვონგთან

•ოქტომბერი 22, 2009 • 2 კომენტარი

წინა პოსტში ვწერდი, როგორ დაზავდნენ 19 ABY ახალი რესპუბლიკა და ახალი იმპერია, რამდენიმე წლის შემდეგ ამ ზავის სიმტკიცეს პირველი გამოცდა ელოდა – გამოჩნდა მტერი, რომელიც რესპუბლიკას წალეკვით დაემუქრა – ეს იუჟან ვონგები იყვნენ.

იუჟან ვონგი (Yuuzhan Vong) იყო ადამინთა რასა შორეული გალაქტიკებიდან. ისინი რელიგიური ფანატიკოსები და ერთგვარი კოსმიური ლუდიტები იყვნენ – იბრძოდნენ ყოველგვარი მექანიკური ტექნოლოგიების მოსასპობად. თავად იუჟან ვონგები ბიოტექნოლოგიას იყენებდნენ – მათი იარაღი, აღჭურვილობა და ტანსაცმელიც კი გენეტიკური და ორგანული წარმომავლობისა იყო.

იუჟან ვონგები ძალის (The Force) ზემოქმედებას თითქმის არ ემორჩილებოდნენ.
ისინი რასობრივი ფილოსოფიის მიმდევრები იყვნენ, პლანეტიდან პლანეტაზე გადადიოდნენ, მათი ხედვით, “მდაბალი” რასების დამორჩილებისა და მოსპობის სურვილით. ამავე დროს, ფანატიკური რელიგიურობით გამოირჩეოდნენ, მათ შორის პოლითეიზმი იყო გავრცელებული, უმაღლესი ღვთაება – იუნ-იუჟანი იყო – ყველაფრის დასაბამი. პანთეონში უმაღლეს საფეხურზე იყო ასევე იუნ-იამკა – ომის ღმერთი. Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: ბრძოლა იუჟან ვონგთან’

გალაქტიკური ისტორია: ზავი იმპერიასთან

•ოქტომბერი 8, 2009 • დატოვეთ კომენტარი

11 ABY, პალპატინის მორიგი და საბოლოო სიკვდილის შემდეგ, კურესანტი კვლავ რესპუბლიკის ხელში გადავიდა. სენატმა რიგი რეფორმები გაატარა – შექმნა სპეციალური (თავდაცვის, უსაფრთხოების, სამართლის, ვაჭრობის…) საბჭოები – თითოეული კონკრეტულ სფეროზე იყო პასუხისმგებელი, მათი თავმჯდომარეები კი მმართველ საბჭოში გაერთიანდნენ. მმართველი საბჭო ახალი რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო გახდა და სახელმწიფოს მეთაურის გადაყენების უფლებაც კი მიიღო.

მონ მოთმამ თავისი პოსტი საკუთარი ნებით დატოვა და 12 ABY სენატმა სახელმწიფოს ახალ მეთაურად ლეია ორგანა-სოლო დაამტკიცა.

ამავე დროს, სენატმა ლიუკ სქაიუოკერს ჯედაების ორდენის აღორძინების ნება დართო. პლანეტა იავინ IV-ზე ჯედაების ახალმა აკადემიამ დაიდო ბინა.

Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: ზავი იმპერიასთან’

გალაქტიკური ისტორია: პალპატინის დაბრუნება

•ოქტომბერი 4, 2009 • დატოვეთ კომენტარი

ადმირალ თრაუნის დაღუპვის შემდეგ, კაპიტანმა პელაეონმა იმპერიის ფლოტს უკან დახევა უბრძანა. ახალი რესპუბლიკის ფლოტი მას უკან დაედევნა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაენადგურებინა, მაგრამ ამ დროს იმპერიის რამდენიმე ყოფილმა მხედართმთავარმა ძალები  გააერთიანა და პლანეტა კურესანტზე უეცარი შეტევა განახორციელა. ეს მანევრი წარმატებული გამოდგა – პლანეტის დამცველები უკუიქცნენ და კურესანტი კვლავ იმპერიის ძალთა ხელში გადავიდა, მაგრამ გამარჯვებულებმა გამარჯვება ვერ გაიყვეს – მათ შორის შინაომი ატყდა, რითაც რესპუბლიკამ ისარგებლა, მომხდურთ შეუტია და უკუაგდო.

ამის შემდეგ, ახალი რესპუბლიკის ფლოტმა იმპერიას კიდევ რამდენიმე მძიმე დარტყმა მიაყენა – ასე ჩანდა, რომ ის საბოლოოდ იყო განადგურებული. იმპერიის ყოფილი დომინიონები ერთი მეორის მიყოლებით გადადიოდნენ ახალი რესპუბლიკის მორჩილებაში, მაგრამ პალპატინის ხელახალმა გამოჩენამ იმპერიის ბრძოლას ახალი სული შთაბერა.

Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: პალპატინის დაბრუნება’

გალაქტიკური ისტორია: ახალი რესპუბლიკა. ბრძოლა ადმირალ თრაუნთან

•ივლისი 25, 2009 • დატოვეთ კომენტარი

ენდორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, პრინცესა ლეია ორგანამ, სენატორმა მონ მოთმამ და რესპუბლიკის აღდგენისთვის ბრძოლის ექვსმა სხვა მეთაურმა ახალი რესპუბლიკის დეკლარაციას და დროებითი საბჭოს შექმნას მოაწერეს ხელი.

დროებითმა საბჭომ თავის უახლოეს მიზნად კურესანტის გათავისუფლება გამოაცხადა. ენდორის ბრძოლიდან მეორე წელს ეს მიზანი მიღწეულ იქნა (რაც უკვე აღვწერე). ამის შემდეგ ახალ რესპუბლიკას რამდენიმე მცირე ბრძოლაში მოუწია მონაწილეობის მიღება იმპერიის ყოფილ სამხედრო პირებთან, რომლებმაც, იმპერატორ პალპატინისა და ლორდი ვეიდერის დაღუპვის შემდეგ, თავი დამოუკიდებელ მმართველებად გამოაცხადეს ცალკეულ პლანეტებზე (ისეთებთან, როგორიც იყო მაგალითად უკვე ნახსენები ადმირალი ზსინჯი). Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: ახალი რესპუბლიკა. ბრძოლა ადმირალ თრაუნთან’

გალაქტიკური ისტორია: გალაქტიკური იმპერიის დაშლა

•ივლისი 22, 2009 • დატოვეთ კომენტარი

მაგისტრ ჯედაის, გენერალ როან შრაინს (Roan Shryne), რომელიც იმპერატორ პალპატინის წინააღმდეგ იბრძოდა, ჩვენება ჰქონდა – მან დართ ვეიდერის სიკვდილი და სითჰების იმპერიის დამხობა იხილა. 19 BBY იმპერიის ძალთა მიერ პლანეტა კაშიიკზე (კაშიიკი ვუკიების (The Wookiees) მშობლიური პლანეტა იყო) განხორციელებული შეტევის დროს, ლორდმა ვეიდერმა შრაინი ორთაბრძოლაში დაამარცხა და მოკლა, თუმცა სიკვდილის წინ მაგისტრმა ჯედაიმ სითჰს თავისი წინასწარმეტყველური ზმანება გაუმხილა.

4 ABY როან შრაინის წინასწარმეტყველება ახდა – ენდორის ბრძოლის დროს, შვილის, ლიუკ სქაიუოკერის გადარჩენის მიზნით, დართ ვეიდერმა იმპერატორი დართ სიდიუსი მოკლა, თავად კი მიღებული ჭრილობებისგან (მეორე ვერსიით – იმის გამო, რომ ჩაფხუტი მოიხსნა, მის გარეშე კი სუნთქვა არ შეეძლო) გარდაიცვალა. მეორე „სიკვდილის ვარსკვლავი“ მეამბოხეებმა გაანადგურეს. სითჰების ბატონობა დაემხო, თუმცა, იმპერია ბოლომდე არ განადგურებულა.

Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: გალაქტიკური იმპერიის დაშლა’

გალაქტიკური ისტორია: გალაქტიკური იმპერია

•ივლისი 15, 2009 • დატოვეთ კომენტარი

პირველი (იგივე ძველი) გალაქტიკური იმპერია 19 წ. BBY გალაქტიკური რესპუბლიკის ნაცვლად შექმნა დართ სიდიუსმა (უმაღლესმა კანცლერმა პალპატინმა) – ეს გენერალ გრივუსის (General Grievous) დროიდების არმიის დამარცხების შემდეგ მოხდა, როდესაც უმაღლესმა კანცლერმა თავი იმპერატორად გამოაცხადა.

19BBY-4ABY – გალაქტიკური იმპერიის წლებია.
გალაქტიკური იმპერიის სათავეში იმპერატორი იდგა. საიმპერატორო სენატი შეზღუდული საკანონმდებლო უფლებებით სარგებლობდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში, სენატი საერთოდ აჩერებდა მუშაობას და ხელისუფლება მთლიანად იმპერატორის ხელში ექცეოდა  (საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობასაც იმპერატორი ხელმძღვანელობდა. სხვა დროს ამ უფლებამოსილებას დიდი ვეზირი ახორციელებდა). იმპერიის მეორე პირს ფაქტობრივად წარმოადგენდა დართ ვეიდერი – იმპერიის სამხედრო ფლოტის უმაღლესი მთავარსარდალი და სამხედრო აღმასრულებელი.

Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: გალაქტიკური იმპერია’

გალაქტიკური ისტორია: სითჰების ახალი ომი

•აპრილი 4, 2009 • 2 კომენტარი

2000 წ. BBY რესპუბლიკას სითჰების ახალი იმპერია დაუპირისპირდა. ეს იმპერია, რომლის ცენტრალური პლანეტაც რუნი იყო, განდგომილმა მაგისტრმა ფანიუსმა დაარსა. ფანიუსი (Phanius) სითჰების ლორდი დართ რუინი (Darth Ruin) გახდა. დართ რუინს 50 რაინდი ჯედაი მიემხრო, რამაც მეოთხე დიდ განხეთქილებას დაუდო საფუძველი.

ფანიუსი ჯედებს შორის გამორჩეული მაგისტრი იყო და პირველი ჯედაი, რომელიც მაგისტრის ტიტულს ატარებდა და ბნელ მხარეს მიემხრო. სხვადასხვა დროს სულ ოცი მაგისტრი გახდა სითჰების შავი ლორდი, მათგან პირველი ფანიუსი იყო. ბოლო კი – გრაფი დუკუ.

ჯედაები მათ „დაკარგულებს“ (The Lost)* უწოდებდნენ. მათი ქანდაკებები ჯედაების ტაძარში იყო განლაგებული. Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: სითჰების ახალი ომი’

გალაქტიკური ისტორია: სამოქალაქო ომი ჯედაებს შორის

•მარტი 30, 2009 • 3 კომენტარი

3959—3956 წწ. BBY ჯედაებს შორის სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ჯედაები გენერალი რევანი (Revan) და ალეკ სქუინქუარგესიმუსი (Alek Squinquargesimus) ორდენს დაუპირისპირდნენ. თავდაპირველად მათ რამდენიმე დიდი გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ, როდესაც რესპუბლიკის ძალები თითქმის განადგურებული იყო, ჯედაების მცირე ჯგუფმა ბასტილია შანის (Bastila Shan) მეთაურობით დართ რევანის საფლაგმანო ხომალდზე შეაღწია. ამ დროს რევანის მოწაფემ ალეკ სქუინქუარგესიმუსმა, რომელიც უკვე დართ* მალაკის (Darth Malak) ტიტულს ატარებდა თავის ხომალდიდან რევანის საფლაგმანო ხომალდის მიმართულებით გახსნა ცეცხლი – ამან არა მხოლოდ იქ მყოფი ჯედაების არამედ რევანის მებრძოლთა დაღუპვაც გამოიწვია. Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: სამოქალაქო ომი ჯედაებს შორის’

გალაქტიკური ისტორია: პირველი ომი სითჰებთან

•მარტი 14, 2009 • დატოვეთ კომენტარი

4015 წ. BBY კორესანტზე ე.წ. „დროიდების დიდი რევოლუცია“ მოხდა, რომლის სათავეშიც დროიდი HK-01 იდგა. მან შეძლო სხვა საბრძოლო დროიდების გადაპროგრამირება, იმისთვის, რომ ისინი მის დაქვემდებარებაში გადასულიყვნენ და გალაქტიკაში ამბოხმა იფეთქა. მაგრამ ჯედაებმა მაგისტრ არკა ჯეთის (Arca Jeth) მეთაურობით შეძლეს ძალის (The Force) გამოყენებით დროიდების შეჩერება. HK-01-მა დროიდებზე კონტროლი დაკარგა, არკა ჯეთმა მას მიაგნო და რევოლუციის ბელადი დროიდი მოკლა (კი შეეძლოთ სადმე რაზლივში ან ფინეთში გადაესახლებინათ, მაგრამ მოკვლა მაინც უფრო საიმედო იყო).

Continue reading ‘გალაქტიკური ისტორია: პირველი ომი სითჰებთან’